ზარატუსტრა თავი IX


დახატული ღმერთების ქალაქი

მზე ზენიტში იყო ასული, როდესაც ზარატუსტრა და ვიშტასპა ქალაქ “წყნარი ნაკადულის” გალავანს მიუახლოვდნენ. ადრე ამ ქალაქის მცხოვრებლები სტუმართმოყვარეობითა და მხიარული ხასიათით იყვნენ განთქმულნი და ამიტომ ვაჭრებსა და მოხეტიალეებს უყვარდათ მათ ქალაქში ღამისსათევად გაჩერება, ზოგჯერ რამდენიმე დღეც რჩებოდნენ, ხმაურიან ბაზრობაზე საქონელს გამოფენდნენ ან, უბრალოდ, სავაჭრო რიგებსა და ქუჩის მსახიობების საზიდრებს შორის სეირნობდნენ. ახლა კი ქალაქი მდუმარე და უკაცრიელი იყო. მხოლოდ ორი მცველი თვლემდა ქალაქის ღია კარიბჭესთან და ბუზიც ზარმაცად დაბზუოდა მათ თავზე. Continue reading